საშემფასებლო მომსახურება

საბუღალტრო მომსახურება

იურიდიული მომსახურება

იურისტები, ადვოკატები, შემფასებლები

იურისტები, ადვოკატები, უძრავი და მოძრავი ქონების შემფასებლები,  - პროფესიონალთა ჯგუფი გთავაზობთ როგორც ერთჯერად მომსახურებას, ასევე გრძელვადიან თანამშრომლობას. 

კერძო პირებს გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:

უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება - ბინის, სახლის, მიწის ნაკვეთის, საოფისე და კომერციული ფართის და ასე შემდეგ, ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონების შეფასებას. გავცემთ დამოწმებულ საშემფასებლო დასკვნას, რომელიც შეგიძლიათ წარადგინოთ ნებისმიერი დანიშნულებისთვის.

იურიდიული მომსახურება, საადვოკატო მომსახურება, იურიდიული კონსულტაცია - საწყისი კონსულტაცია იურიდიულ საკითხებზე, საბუთების შედგენა-გამართვა იურიდიულად, მასალების მომზადება, უძრავ და მოძრავ ქონებასთან დაკავშირებული საბუთების მომზადება, საქმიან მოლაპარაკებებში დახმარება - მონაწილეობა, ადვოკატის მომსახურება, თქვენი უფლებების დაცვა სასამართლო პროცესებზე.

მეწარმეებს, კომპანიებს, ორგანიზაციებს გთავაზობთ მომსახურებას:

უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება: ნებისმიერი ტიპის ქონების შეფასება დამოწმებული საშემფასებლო დასკვნით ფინანსური ანგარიშგებისთვის (კომპანიის ბალანსზე ქონების აყვანის, ქონების გადაფასებისას და ა.შ.), გირაოსთვის, სასამართლოსთვის და სხვა. იმ შემთხვევაში თუ თქვენი კომპანია პროდუქციის გაცემის სესხის სახით და სანაცვლოდ უძრავ ქონებას იტოვებს გარანტიად ან მუშაობთ იპოთეკურ და სხვა ტიპის სესხებზე, ჩვენ სერტიფიცირებული, პროფესიონალი შემფასებლები გთავაზობთ გრძელვადიან მომსახურებას. 

იურიდიული მომსახურება, საადვოკატო მომსახურება: მომსახურება შესაძლებელია ერთჯერადი და გრძელვადიანი. გრძელვადიანი იურიდიულ მომსახურება მოიცავს ჩვენი კვალიფიციური იურისტების თანამშრომლობას  ნებისმიერ იურიდიულ საკითხებში,  დახმარებას თქვენი ორგანიზაციის ნებისმიერი დოკუმენტაციის მოწესრიგება-შედგენაში, უძრავ და მოძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების იურიდიულად გამართვაში, იურიდიულ კონსულტაციებს, ხელშეკრულებების  გამართულად შედგენას, მესამე პირებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას (თქვენი სურვილის შემთხვევაში), საჭიროების შემთხვევაში ადვოკატის მომსახურებას და თქვენი უფლებების დაცვას სასამართლოში. 

დაგვიკავშირდით, როგორც კი დაგჭირდებათ ჩვენი მომსახურება.